2018 წლის 22 ოქტომბერს საქართველსო ადვოკატთა ასოციაციას განცხადებით მომართა ადვოკატთა ჯგუფმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ამავე წლის 17 ოქტომბერს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცესში არაერთხელ უხეშად დაარღვია დაცვის მხარის უფლებები, რაც გამოიხატა ოთხი ადვოკატის უსაფუძვლო დაჯარიმებით და ერთი ადვოკატის სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაძვევბით.
ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა 24 და 25 ოქტომბერს კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განცხადების ავტორ ადვოკატებთან ერთად შეისწავლა განცხადებას თანდართული მასალები, მათ შრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო მასალები და მიაჩნია, რომ აღნიშნულ განხადებაში ადვოკატების მიერ დაფიქსირებული პოზიცია საფუძვლიანია. კერძოდ, აღნიშნულ სასამართლო სხდომებზე ადგილი ჰქონდა ადვოკატის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებს და ადვოკატების დაჯარიმება და გაძევება ასევე სავარაუდოდ მიგვაჩნია, ადვოკატის პროფესიული უფლებების შეზღუდვად.
ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს სამართალწარმოების ყველა მხარეს დაიცვას კანონით განსასღვრული უფლებები, რათა ერთად კოლეგიალობის პრინციპების მაქსიმალური დაცვით შევძლოთ მართლმსაჯულების ხარისხის სრულყოფა ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყურადღებით მიადევნებს თვალს, როგორც ყველა მსგავს, ასევე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოვლენათა განვითრებას და დაუყოვნებლივ გამოხატავს ადვოკატთა კორპუსის პოზიციას.